ეროვნული გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოცხადდება.
ეროვნული გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოცხადდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა.ხვალიდან,21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება.
დამატებითი საგამოცდო სესიებიიმ აბიტურიენტებისათვისაა,რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლეს.
ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი.
2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
13 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე 30-მდე ქვეყანიდან საქართველოს ნაკრებმა საპატიო, ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი საქართველოს ნაკრებს მრავალი წელია არ ჰქონია.
ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლონეთის გუნდი, მეორე ადგილი სლოვაკეთის, ხოლო მესამე ადგილი ავსტრიის გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
საზეიმო დახურვას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ. ოთხი დღის მანძილზე ტურნირის მონაწილეები გუნდურად ასპარეზობდნენ. წელს, ტურნირში 27- ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისს ეწვია. დანარჩენი გუნდები კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთვნენ.
ქუთაისში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე იმყოფება. ნუნუ მიცკევიჩმა ქალაქში მდებარე საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა, მათ მუშაობას გაეცნო და აბიტურიენტებს და მშობლებს გაესაუბრა.მინისტრის მოადგილის თქმით, პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.ნუნუ მიცკევიჩმა იმ აბიტურიენტებზეც ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ.მისი განმარტებით, მათთვის ცალკე სესიები იქნება და გამოცდების ჩაბარების გარეშე არც ერთი აბიტურიენტი არ დარჩება.
დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები მათემატიკას აბარებენ.
ქუთაიში სულ სამი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებ, ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით 25 ცენტრია გახსნილი.
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სამი საგამოცდო ცენტრი მუშაობს - N1, №17 და № 41 საჯარო სკოლებში.პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში პირველ სესიის დროს 274 აბიტურიენტიდან 260 გამოცხადდა, ხოლო ერთმა დააგვიანა. პირველ სკოლაში ქუთაისის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის , ზეკო ხაჩიძის თქმით, პირველმა სესიამ უხარვეზოდ, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მეორე სესია 14 საათზე დაიწყება.
წელს გამოცდებისათვის ქვეყნის მასშტაბით 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან, 26, 27 და 28 ივნისს ,,გემოფესტი,, გაიმართება. კულინარიულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება…
შაბათი ივნისი 20
In საზოგადოება19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი,…
პარასკევი ივნისი 19
In საზოგადოებაქუთაისსა და თბილისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9…
პარასკევი ივნისი 19
In საზოგადოებათბილისსა და ქუთაისში 27 ივნისიდან - 18 ივლისამდე ჩატარდება ახალგაზრდული 20 წლამდე მსოფლიო თასი ჩატარდება.…
პარასკევი ივნისი 19
In სპორტიახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის…
ხუთშაბათი ივნისი 18
In სპორტი