13 ივნისს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
ქალბატონებმა განიხილეს პრიორიტეტული პრობლემები, ისაუბრეს მათი მოგვარების გზებზე და კონკრეტული აქტივობების შესრულებაზეც მუშაობენ.
13 ივნისს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
ქალბატონებმა განიხილეს პრიორიტეტული პრობლემები, ისაუბრეს მათი მოგვარების გზებზე და კონკრეტული აქტივობების შესრულებაზეც მუშაობენ.
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პრაქტიკა ქალთა ფონდ „სოხუმს“ 2018 წლიდან გააჩნია. „პირველი პრეცენდენტი იყო, როდესაც ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული მცირე პროექტით 20 ექიმი გადავამზადეთ ქუთაისში ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ჯგუფის წევრებს მეტწილად ოჯახის ექიმებისა და სამშობიარო სახლების გინეკოლოგებისგან შეადგენდნენ. ჩვენ ჩვენი არაერთი კვლევით დავინახეთ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების ინფორმირებულობის საჭიროება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის საკითხებზე. სწორედ ამიტომ მივმართეთ მცირე პროექტით დაფინანსებისთვის ბრიტანეთის საელჩოს და მოგვეცა ამის განხორციელების საშუალება. ამ პროექტის ფარგლებში შევქმენით სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც მათი უფლება-მოვალეობები, კანონმდებლობა და ა.შ. იყო გაწერილი“ - აცხადებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ორგანიზატორი - თეა გოლეთიანი.
2019 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „HumanDoc”-მა Polish aid-ის დაფინანსებით ქალთა ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით წარმატებით განახორციელა პროექტი, სადაც იმერეთის მასშტაბით 40 მედიცინის მუშაკი გადამზადდა. გარდა ამისა, ტრენინგები გაიარა 50 პედაგოგმა, 100-მდე პოლიციელმა. აღნიშნული პროექტის ფარგლებშიც გამოიცა შესაბამისი სახელმძღვანელო პოლონელი ექსპერტების ავტორობით.
ქალთა ფონდ „სოხუმს“ 2019 წელს BROT-ის (გერმანული საერთაშრისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“) დაფინანსებით მიეცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა კვლევა თემაზე - „სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების როლი და ჩართულობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების პროცესში“, რამაც უფრო ცხადყო სამედიცინო პერსონალის დაბალი ცნობიერება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და არაინფორმირებულობა (კვლევა ხელმისაწვდომია აქ - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/1716-2021-01-31-16-59-06 ).
2020 წელს HumanDoc-ისა და Polish Aid-ის ერთობლივი პარტნიორობით პროექტის მეორე ეტაპი განახორციელა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, რამაც მოიცვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შემდეგი მუნიციპალიტეტები: ლენტეხის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული 20 სამედიცინო პერსონალი და 20 პედაგოგი.
ამჯერად ქალთა ფონდი „სოხუმი“ კანადის „თანასწორობის ფონდის“ მხარდაჭერით ანხორციელებს ახალ პროექტს, სადაც რეფერირების სისტემაში მონაწილე სუბიექტების დატრენინგება მიმდინარეობს შემდეგ თემაზე: „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“. ამ ეტაპზე 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა ქუთაისში, სადაც გადამზადნენ ტყიბულის, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებების ოჯახის ექიმები (ჯამში 15 სპეციალისტი). ტრენინგის პირველი დღე მიეძღვნა გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხს, მეორე დღე კი -საერთაშორისო და მოქმედ ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს გაანალიზებას დაეთმო.
მონაწილეების შეფასებით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა:
„ჩვენ ვისაუბრეთ, რა რესურსები აქვთ ექიმებს ძალადობის იდენტიფიცირებისთვის და აუცილებლად დავნერგავთ ამ მეთოდებს პრაქტიკაში.“
„პირველად ვიმსჯელეთ პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად. ექიმს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, თუმცა ბევრმა სპეციალისტმა არ იცის ეს.“
„მეტი მუშაობაა საჭირო, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გაიაზრონ თავიანთი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ჩაერთონ მსხვერპლთა დახმარებაში.“
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება ივლისში აჭარის, გურიისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებისათვის.

ქალთა ფონდ ,,სოხუმის,, ფორუმ თეატრის და თოჯინების თეატრის ახალგაზდული დასის სტუმრობა წალენჯიხის კულტურის ცენტრისთვის უკვე ტრადიციად იქცა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სავსე დარბაზი ელოდა „სოხუმელების“ საქველმოქმედო წარმოდგენებს, სადაც მშობლებიც და შვილებიც ერთნაირი ემოციით აფასებდნენ ქალთა ფონდ „სოხუმის“ თეატრალურ შემოქმედებას.
ინიციატივა, რომელიც 1 ივნისს განხორციელდა, წალენჯიხის მუნიციაპლიტეტის და ქალთა ფონდ „სოხუმის“ ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია, რომელიც უკვე ტრადიციის სახეს იღებს.
25-27 მაისს ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო ამ თემაზე მუშაობა.
მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ბოლოს, მათ, თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს მეტად პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს.
დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
პროექტი "ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში" რეალურად ცვლის ქალთა ფონდი „სოხუმის“ ბენეფიციარების ცხოვრებას და ქმნის მათი წარმატების ისტორიებს.
ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტზე გიყვებით, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და 2022 წლის 28 ოქტომბერს დადებული ურთიერთშეთანხმების გათვალისწინებით, ქალთა ფონდ ‘სოხუმის“ მიერ ეკონომიკური გაძლიერების კურსები განხორციელდა.
პროექტი პირველ ეტაპზე ახალი პროფესიების დაუფლებას გულისხმობს, მეორე ეტაპზე, კი ახალ პროფესიულ უნარებს დაუფლებული ბენეფიციარები, მაღალკვალიფიციური ტრენერის ჩართულობით, ბიზნესგეგმის შედგენას და საგრანტო წინადადების წარდგენას სწავლობენ
ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ქალთა ფონდ „სოხუმის“ ერთობლივად განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა თვითმმართველობის შენობაში გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეძენილი ნივთები საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძემ და ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა გადასცეს
მიმდინარე პერიოდში ბაღდათის მუნიციპალიტეტში 5 გამარჯვებული გამარჯვებული გამოვლინდა.
18 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის ქ. ზუგდიდში შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ალლა გამახარიამ დააფიქსირა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდის მნიშვნელობას. ასევე ქალთა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა ქალბატონებმა სხვა მონაწილე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან ერთად დასვევს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მათ ყოველდღიურობაში მწვავედ დგას. დიდი აქცენტები გაკეთდა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების პრობლემებზე, ასევე გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
მონაწილეებს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე საშუალება ქონდათ ამომწურავი პასუხები მეიღოთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქალბატონ თეა ახვლედიანის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის -ზვიად ზვიადაძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძისგან.
შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია…
კვირა ნოემბერი 08
In საზოგადოება7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის…
პარასკევი ნოემბერი 06
In კულტურაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In კულტურა