- გენდერი
- გადასვლები: 797
ქალბატონებმა კიდევ ერთხელ განიხილეს პრიორიტეტული პრობლემები, განიხილეს პრობლემის ხე, ისაუბრეს ჯგუფის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობესა და პრობლემის მოგვარებასთნ დაკავშირებულ რისკებზე, რის შემდეგაც, ადვოკატირების გეგმაზე მუშობასაც შეუდგნენ.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე პრობლემების ადვოკატირების დინამიკა შეაფასეს. აღინიშნა, რომ ჯგუფის წევრები მუდმივად არიან ჩართული ადვოკატირების პროცესში, რადგან აქტიური ჩართულობა განსაზღვრავს პოზიტიურ შედეგს.
ივლისის თვეში ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის სტრატეგიაში პრიორიტეტები შეიცვალა. ძლიერი წვიმის შედეგად დევნილთა დასახლებაში ახალი პრობლემები გაჩნდა, რაც მათ სამოქმედო გეგმაში აისახა.
სიტუაციის შეფასების მიზნით შეაგროვდა ინფორმაციები, ფოტო და ვიდეომასალები, კომუნიკაცია შედგა პასუხისმგებელ პირებთან.
ადვოკატირების პროცესში თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული, იგეგმება სამინისტროების ჩართვა ამ პროცესში, რათა სტიქიის შედეგად გაჩენილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში
8 ივლისს ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის მუშაკებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე ხონის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგზე, რომლის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, განიხილეს შემდეგი ძრითადი საკითხები: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები.
მონაწილეების შეფასებით, მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა.
„ტრენინგი იყო ჩემთვის როგორც ექიმისთვის საინტერესო, გავამახვილებდი ყურადღებას მიღებულ ინფორმაციებზე, საინტერესო მეთოდებზე და გარემოზე“, - ტრენინგის მონაწილე ექიმი/
„ტრენინგის ფორმატმა მოგვცა საშუალება გვესაუბრა პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად, მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი სამედიცინო პერსონალის ცნობადობის გაზრდაზე საჭირო რომ ყველა სამედიცინო მუშაკმა გაიაზროს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობა“, - ტრენინგის მონაწილე ექიმი.
ტრენინგი მხარდაჭერილია პროექტით "ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი".
მხარდაჭერილია კანადის თანასწორობის ფონდის მიერ.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია…
კვირა ნოემბერი 08
In საზოგადოება7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის…
პარასკევი ნოემბერი 06
In კულტურაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In კულტურა