აქტიურად აგრძელებს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი დევნილთა თემში არსებული საჭიროებების გამოვლენას და შესაბამის უწყებებთან ადვოკატირებას.
აქტიურად აგრძელებს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი დევნილთა თემში არსებული საჭიროებების გამოვლენას და შესაბამის უწყებებთან ადვოკატირებას.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანია პრობლემების დროული გამოვლენა და ადვოკატირების პროცესის წარმართვა.
ამ ეტაპზე ჯგუფი აგრძელებს ადვოკატირებას წყალტუბოს აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში არსებული 14-16 კორპუსების გადახურვის საკითხზე, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სწრაფ რეაგირებას, თუმცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან და აფხაზეთის მთავრობისგან მიღებული პასუხებზე დაყრდნობით, პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან, უკვე დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის გაჭრის პროცესიც.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით დასახლების ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ ოტია იოსელიანის სახელობის სახლ-მუზეუმში, სადაც წარადგინეს წინასწარ მომზადებული ლიტერატურული ნომრები აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, რამაც პოზიტიური განწყობა შექმნა დევნილთა ჩასახლებაში.
14.05 23 ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
ქალბატონებმა განიხილეს აპრილში ჩატარებული საერთო შეხვედრა, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ადვოკატირებულ პრობლემებზე, აღნიშნეს, რომ უკვე სარგებლობენ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით და მალე ახალი ბაღის აშენებასაც ელოდებიან.
მოგვარებული პრობლემები სტიმულს აძლევთ რომ პრიორიტეტული პრობლემები შეარჩიონ და მათ მოგვარებაც დაიწყონ ზრუნვა.
ქალბატონებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქ. ზუგდიდში ჩასატარებელი შეხვედრის შესახებ და პროექტის ასისტენტთან ერთად, შეხვედრაზე განსახილველი საკითხებიც გაიარეს.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების ადვოკატირება დაიწყო. ჯგუფის წევრებმა აქტიური სამუშაოები ჩაატარეს მოსახლეობასთან რათა პრობლემების პრიორიტეტულობა გაერკვიათ,. ინფორმაციის შეგროვების შედეგად სწორედ ის პრობლემები შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.
ადვოკატირებისთვის არჩევანი ორ პრობლემაზე შეჩერდა: ეზოს კეთილმოწყობა და ბავშვთა სტადიონის შემოღობვის საკითხი. სამუშაო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმა უკვე შეადგინა, გეგმის მიხედვით ამ საკითხზე თვითმმართველობას უკვე მიეწოდა ინფორმაცია ხელმოწერებთან ერთად. ადვოკატირების პროცესი პასუხის შესაბამისად გაგრძელდება.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივითა და მოდერაციით 19 მაისს Zoom პლათფორმაზე გაიმართა ონლაინ შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, თეჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, სენაკი, ტყიბული, ჩოხატაური, ქობულეთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ხონი, ხობი) წარმომადგენელს შორის.
შეხვედრის თემა იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამები - არსებული პოზიტიური გამოცდილების გაზიარება“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა გაძლიერების მუნიციპალური პროგრამების თაობაზე ინფორმაცის გაცვლა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.
შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამების შესახებ საკუთარი წარმატებული გამოცდილება გააზიარეს შემდეგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა: ჩოხატაური, ფოთი, ზუგდიდი და ქობულეთი.
მოცემული დისკუსიის ფორმატი ეფექტიანია როგორც არსებული კარგი პრაქტიკის გაზიარების, ასევე მსგავსი პროგრამების დასანერგად გასავლელი გზის თაობაზე გამოცდილების გაცნობისთვის პარტნიორი მუნიციპალიტეტებისათვის.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის გამოსავლენად.
ჯგუფის წევრები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მეტი მნიშნელოვანი საკითხი გადაიჭრას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ამ ეტაპზე ჯგუფი ადვოკატირებს ხონის დევნილთა დასახლებაში არსებული მინი სტადიონის განახლების საკითხს, რადგანაც ქალებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ქონდეს კეთილმოწყობილი სტადიონი, სადაც ასევე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა იქნება შესაძლებელი.
საკითხის დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის კი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ თვითმართველობასთან. ეს პრობლემა უკვე დასვეს მათ წინაშე და მიიღეს დაპირება, რომ აუცილებლად დადგება ადგილობრივი თვითმართველობის დღის წესრიგში მისი პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხი.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია…
კვირა ნოემბერი 08
In საზოგადოება7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის…
პარასკევი ნოემბერი 06
In კულტურაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In კულტურა