UN WOMEN-ის პროექტის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი წყალტუბოს ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუშაობას, იმ პრობლემების მოსაგვარებლად ,რომელიც დევნილთა ჩასახლებებში კვლევის პროცესში წარმოჩინდა.
ქსელის ლიდერი ქალბატონები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ადვოკატირებული პრობლემების უმრავლესობა უკვე შესაბამისი უწყებების მხრიდან მოგვარებულია.
რაც შეეხება 1325 სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას, წყალტობოს მუნიტიპალიტეტის - „გენდერული საბჭო“ ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც მიყვება იმ სტანდარტების დანერგვას და გათვალისწინებას რომელიც მნიშვნელობანია ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.