გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 15 და 19 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგს, გუგული კოხოძეს 93 წლის შესრულება მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო.
2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.,,-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო .
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.
„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ“, - განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
ხვალ, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე,საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და…
ორშაბათი დეკემბერი 22
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და…
ორშაბათი დეკემბერი 22
In საზოგადოება19-21 დეკემბერს თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში კადეტებსა და იუნიორებს შორის (ასაკობრივი კატეგორიები: 2009–2012 და…
ორშაბათი დეკემბერი 22
In სპორტიზესტაფონის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე დღეს, 21 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში აინთება. ცერემონია 19:00 საათზე დაიწყება.გაიმართება…
კვირა დეკემბერი 21
In საზოგადოება23 დეკემბერს 18:30 საათზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე, ახალგაზრდობის სკვერში, საზეიმოდ აინთება. საზეიმო ღონისძიებების…
შაბათი დეკემბერი 20
In საზოგადოება