შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს .
თბილისის, აჭარის, გურიის,იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ჯამში 9 პირი დააკავეს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოღებულია.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.