დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთი დროებით დაიკეტა.
მიზეზი ადგილზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებია.
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მღვიმე, რომლის ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია, 1984 წელს აღმოაჩინეს.