საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში,,მთის დღეები 2024,, 13 ივლისს დაიწყო. 20 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.
მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება საბავშვო და გასართობი ღონისძიებები, მომზადდება ტრადიციული იმერული კერძები.
დამსწრეთა განწყობაზე დიჯეი და რამდენიმე ცნობილი მუსიკალური ბენდი იზრუნებს.