საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. ახალი გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიეს.
კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა უწყების განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინა და დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი.
გიორგი გაბიტაშვილს პროკურატურაში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 11 წელი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.