დღეს,28 ნოემბერს, 20:00 საათზე ,ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება .
სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა ,,ქართული ოცნების,, ოფისთან ირაკლი კობახიძის განაცხადებას გააპროტესტებს.
,,კი ევროპას,არა რუსეთს"-ამ მოწოდებით ქუთაისლები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" -განაცხადა დღეს პრემიერმა კობახიძემ.
ხონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
ბარის ზონის სოფლებში ( ნახახულევი, კონტუათი, საწულუკიძეო, ქუტირი, ივანდიდი, პატარა ჯიხაიში, გოჩა- ჯიხაიში, გუბი, კუხი, ) დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საგზაო ინფრასტრუქტურა, 80- მდე ოჯახს წყალმა პირველი სართულები და სარდაფები დაუზიანა.

ადმინისტრაციული ერთეულების უმეტეს ნაწილსა და ქალაქის გარკვეულ უბნებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. (მერიის ცხელი ხაზი : 595 33 25 44)
საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ სათესი სავარგულები დაიტბორა სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც.

თოვლმა და უხვმა ნალექმა, პრობლემები შექმნა ქალაქ ზესტაფონის უბნებსა და რიგ სოფლებში.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებელის ქუჩის დასასრულს (ე.წ. გვირაბი) არსებული, პრობლემური, ტერიტორია ამ დროისთვის უხვი ნალექისგან გათავისუფლებულია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა თოვლმა ქალაქსა და სოფლებში პრობლემები შექმნა.
ჭიათურასა და 60- ვე სოფლის მოსახლეობას დილიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.მუნიციპალიტეტში ჩაიკეტა მისასვლელი გზები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
