ჭიათურელ მაღაროელებს დღეს მიხაილ სოცკი შეხვდა.სწორედ სოცკი ხელმძღვანელობს ჭიათურაში მაღაროებში რეორგანიზაციის პროცესს.
,,დღეს მღვიმევის მაღაროზე გვესტუმრა მიხაილ სოცკი — ჭიათურის საწარმოების მმართველი.
მან ადგილზე გამოთქვა სურვილი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შემდგარიყო.
შევხვდით, ვისაუბრეთ, მოვუსმინეთ ერთმანეთს, გავცვალეთ მოსაზრებები და დავგეგმეთ ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ჩვენი და კომპანიის იურისტები დაესწრებიან.
შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება.,,- საინიციატივო ჯგუფი.
ჭიათურაში პროტესტი75- დღეა გრძელდება. 18 დღეა შიმშილობს 5 მაღაროელი, 2 მათგანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება.
,,ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი ხელმძღვანელობს.