გუსინ ჭიათურელ მაღაროელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ , ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია CMC-ის დირექტორი მიხაილ სოცკი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ჭიათურაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირების მოთხოვნები და შენიშვნები განიხილეს.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დიალოგი გარკვეული დადებითი შედეგებით დასრულდა.კერძოდ, ,,კონკურსი არ შეეხება ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებს სს ახალ გამამდიდრებელ ქარხანასა და შპს ჯმ-ემს -ს. ხოლო, სხვა მიზეზებიდან გამომდინარე (დასაქმებულის უარი სამუშაოზე ან სხვა გარემობა) კომპანიაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კომპანიის სხვა დასაქმებულებს.
არ მოხდება კომპანიასა და მაღაროელებს შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხდება მხოლოდ დამატებითი შეთანხმებების გაფორმება (მაგ. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 8 საათიან სამუშაო გრაგიკზე გადასვლა). სტაჟი ყველა თანამშრომელს ჩვეულებრივ გაუგრძელდება, უწყვეტად.
რეორგანიზაციის პროცესში პირთა შეფასება მოხდება ობიექტურად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნება, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, მიღებული მხოლოდ მუშაობის ბოლო 1 წლის განმავლობაში 01.11.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე. ასევე, ნებისემირი შეფასება დაყრდნობილ იქნება ობიექტურ ფაქტებზე.
ერთობლივი შეთანხმებით განისაზღვრება ქალთა კვოტა მენეჯერულ და სხვა პოზიციებზე.
კომპანიაში ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებში. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კვალიფიკაციია ამაღლება ან/და გადამზადება დასაქმების მიზნით. ,,-საქართველოს პროფკავშირები.