ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი მესამე დღეა თბილისშია. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
მათ შორის არიან ის მაღაროელები,რომლებიც უკვე 18 დღეა შიმშილობენ. 3 მოშიმშილე დედაქალაქში იმყოფება, ხოლო პროტესტის უკიდურეს ფორმას სულ 5 ადამიანი მიმართავს.
მათთან დასალაპარაკებლად შენობიდან ამ დრომდე არავინ გამოსულა.
მაღაროელებს არ აძლევენ კარვის გაშლის უფლებას.
ფოტო-"მაუწყებელი,,