საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განახლებული ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რკინიგზის განაცხადებას ავრცელებს და 22 და 23 თებერვალს, მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებ განმარტავს.
,,გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
22 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი
22 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი
22 თებერვალი -რიონი-ქუთაისი-რიონი
23 თებერვალი - თბილისი ოზურგეთი
23 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.,,-საქართველოს რკინიგზა.
ფოტო პირობითია