ხვალ ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური აქცია იგეგმება.
აქცია დღესაც გაიმართა, სადაც პროტესტის მონაწილეებმა თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს,ხოლო მოგვიანებით წერილობითი სახითაც გაავრცელეს. სულ არის 6 პუნქტი,რომელთა შესრულებასაც დაუყოვნებლივ ითხოვენ.
,,1. ვითხოვთ შეხვედრას მთავრობასთან!
2. წავიდეს ინვესტორი! სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა საწარმოს მუშაობაზე.
3. მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა, მაღაროში დასაქმებულის შვილი იქნება თუ რიგითი ჭიათურელი – ყველამ თანაბრად უნდა იგრძნოს ეს სიმდიდრე!
4. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას.
5. დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ზარალის დათვლისა და შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მიყენებული ზიანი სამართლიანად ანაზღაურდეს.
6. ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება. მოპოვება უნდა განხორციელდეს ყველა აპრობირებული წესისა და სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ქუთაისი-კურორტი საირმე) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.