საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალიდან რეისების აღდგენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თუმცა 1-2.მარტს რამდენიმე მიმართულებით რეისი მაინც უქმდება.
,,1 მარტს შესრულდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
№874 თბილისი-ფოთი.
2 მარტიდან დაიწყებს მოძრაობას:
№874 /873 თბილისი-ფოთი-თბილისი (ორივე მიმართულება);
ჩვეულ განრიგში ასრულებს რეისებს:
№802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
№804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
ასევე გაცნობებთ, რომ 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ:
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№682/681 ქუთაისი-ბათუმი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.,,-საქართველოს რკინიგზა.
ფოტო პირობითია.
სტიქიის ზონაში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი გრძელდება.
გურიაში ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3900 აბონენტს, ლანჩხუთში 780 და ჩოხატაურში 200 აბონენტს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება ასევე იმერეთში - ვანში, ხარაგაულში, ზესტაფონში და სამტრედიაში. საერთო ჯანმში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 5 000 მდე აბონენტს.
,,ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება. თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია“ - აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“