ჭიათურაში 66 დღეა მაღაროელთა აქცია გრძელდება. პროტესტის ნიშნად შიმშილილობს 6 მაღაროელი. მოთხოვნები უცვლელია-სახელფასო დავალიანების გასტუმრება, პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობა და დაკავებულები ჭიათურლების გათავისუფლება.
,,უკვე 66 დღეა უწყვეტ პროტესტში ვართ.პროტესტი მიმდინარეობს ოთხი უსამართლოდ დაკავებული მაღაროელის და ექვსი მოშიმშილის ფონზე.
პროტესტის მიმდინარეობისას არაერთხელ გავაჟღერეთ მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს როგორც შორს მიმავალ პერსპექტივებს, ისე ახლავე შესასრულებელ პირობებს.
მაგალითად, კომპანიას ამ დრომდე არ დაურიცხავს მარტისა და აპრილის სახელფასო ანაზღაურების 60%.
ამ საკითხზე არ საუბრობს არც კომპანია და არც პროფკავშირი.
მეგობრებო, ეს ჩვენი დამსახურებული ხელფასია და აუცილებლად მოსათხოვია.
ჩვენმა ინტენსიურმა და მასობრივმა გამოსვლებმა უკვე გამოიღო შედეგი — დაირიცხა ორი თვის ხელფასი.
ახლა კიდევ ორი თვის ანაზღაურებაა დასარიცხი.
ფაქტია — არც კეთილი ნება აქვთ და არც პასუხისმგებლობის გრძნობა არცერთ მხარეს
გამოდით და მოვითხოვოთ ყველამ ერთად!
შეგახსენებთ , რომ ხელმოწერები აქტიურად მიმდინარეიბს მობრძანდით კარავში და დადექით სიმარათლის მხარეს მშრომელების მხარეს უსამართლოდ დაჭერილი ბიჭების მხარეს,,-წერია ,,მაღაროელის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისში,მერიის წინ დისკუსია გაიმართება თემაზე ,,ჟურნალისტური საქმიანობა ავტორიტარიზმის პირობებში,,
,,თუ გინდა ხალხი და ტერიტორია დაიპყრო, პრესა უნდა აკრძალო.
საქართველოს რუსული რეჟიმი ამ გზას უკვე დიდი ხანია ადგას.
დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც:
ქალი ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაშია,
მედიასაშუალებები ყოველდღიურად იხურება,
უამრავი ჟურნალისტი ნაცემია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას,
არაერთი ჟურნალისტი დაჯარიმებულია უკანონოდ,
მიმდინარეობას რეპრესიები ჟურნალისტების მიმართ,
ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ჟურნალისტი რჩება უმუშევარი!
ეს ყველაფერი ავტორიტარიზმის მმართველობის ჩვეული არქიტექტურაა.
რეპრესიები, რა თქმა უნდა, ეხებათ ქუთაისელ ჟურნალისტებსაც. რომ არა ისინი მოქალაქეები ვერ მოახერხებდნენ ქალაქისა და თავიანთი პრობლემები საჯაროდ გაეგო ფართო საზოგადოებას.
4 მაისს, პროტესტის ჩვეულ ადგილას (ქუთაისის მერიის წინ), 19:00 სთ.-დან, ქუთაისელი ჟურნალისტების პანელ-დისკუსია გაიმართება - ჟურნალისტური საქმიანობა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.
გელოდებით სასაუბროდ, მედიისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად.
რეჟიმის პატიმრების, განსაკუთრებით კი მზია ამაღლობლის მხარდასაჭერად!,,-წერია ინფორმაციაში.
მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე 3 მაისს აღინიშნება.