შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ს. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და "გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 19-260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
გუსინ ჭიათურელ მაღაროელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ , ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია CMC-ის დირექტორი მიხაილ სოცკი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ჭიათურაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირების მოთხოვნები და შენიშვნები განიხილეს.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დიალოგი გარკვეული დადებითი შედეგებით დასრულდა.კერძოდ, ,,კონკურსი არ შეეხება ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებს სს ახალ გამამდიდრებელ ქარხანასა და შპს ჯმ-ემს -ს. ხოლო, სხვა მიზეზებიდან გამომდინარე (დასაქმებულის უარი სამუშაოზე ან სხვა გარემობა) კომპანიაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კომპანიის სხვა დასაქმებულებს.
არ მოხდება კომპანიასა და მაღაროელებს შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხდება მხოლოდ დამატებითი შეთანხმებების გაფორმება (მაგ. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 8 საათიან სამუშაო გრაგიკზე გადასვლა). სტაჟი ყველა თანამშრომელს ჩვეულებრივ გაუგრძელდება, უწყვეტად.
რეორგანიზაციის პროცესში პირთა შეფასება მოხდება ობიექტურად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნება, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, მიღებული მხოლოდ მუშაობის ბოლო 1 წლის განმავლობაში 01.11.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე. ასევე, ნებისემირი შეფასება დაყრდნობილ იქნება ობიექტურ ფაქტებზე.
ერთობლივი შეთანხმებით განისაზღვრება ქალთა კვოტა მენეჯერულ და სხვა პოზიციებზე.
კომპანიაში ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებში. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კვალიფიკაციია ამაღლება ან/და გადამზადება დასაქმების მიზნით. ,,-საქართველოს პროფკავშირები.