- საზოგადოება
- გადასვლები: 456
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საქართველოს რკინიგზის ხარაგაულის რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირებისთვის არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა.
თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსიინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
რიონის სანაპიროზე დაგეგმილია შეიქმნას მრავალფუნქციური პარკი, რომელიც რეკრეაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეებს გააერთიანებს.
ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს, ასევე, მედიათეკა, ღია ტიპის ამფითეატრი, კაფეები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, ადრევნები სავარჯიშო სივრცეები და საბავშვო გასართობი ზონები.
პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მინიმალური ჩარევით საფეხმავლო და ველო ბილიკების შექმნას.
სარეკრეაციო სივრცის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე ავტოსადგომები, ასევე, გარე განათების, სარწყავი, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და უსაფრთხოების სისტემები.
,,პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების გაძლიერებას.
არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მომზადდება დეტალური პროექტი და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.,,-მუნიციპალური განვითარების ფონდი.
ფოტო პირობითია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ33) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული მონაკვეთი-ბაღდათი აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია.
ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა.

ქუთაისელმა სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგულავამ შიმშილობა დაიწყო.
ის აფხაზეთიდან დევნილ,71 წლის აზა ჩილაჩავას სოლიდარობას უცხადებს
აზა ჩილაჩავა პოლიციამ თბილისში,2 ნოემბერს, ღამით , გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავა. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.
7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007 წელს დაბადებული პ.პ. დააკავეს.
დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა მის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. ჰიპერპოპულაციის…
პარასკევი ივნისი 05
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული…
პარასკევი ივნისი 05
In საზოგადოება,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს…
ხუთშაბათი ივნისი 04
In საზოგადოებასატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა. …
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია,…
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოება