ბაღდათის მუნიციპალიტეტში უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი.
მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან და ჯართან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ჩართული არიან სამუშაოებში, რათა დროულად მოხდეს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა.
მეორე დღეა მედიკამენტები და საკვები პროდუქტები მიეწოდება მოსახლეობას. იწმინდება გზები.
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია სრულად მიეწოდება მოსახლეობას, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 20 აბონენტს. გადაადგილება შეზღუდულია 10 სოფელში.
საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალიდან რეისების აღდგენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თუმცა 1-2.მარტს რამდენიმე მიმართულებით რეისი მაინც უქმდება.
,,1 მარტს შესრულდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
№874 თბილისი-ფოთი.
2 მარტიდან დაიწყებს მოძრაობას:
№874 /873 თბილისი-ფოთი-თბილისი (ორივე მიმართულება);
ჩვეულ განრიგში ასრულებს რეისებს:
№802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
№804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
ასევე გაცნობებთ, რომ 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ:
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№682/681 ქუთაისი-ბათუმი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.,,-საქართველოს რკინიგზა.
ფოტო პირობითია.