9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,საქართველოს 7 რეგიონში : რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში დაცული ტერიტორიები შეიქმნება.
პროექტის თანახმად, იმერეთში, კერძოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიონის აღკვეთილი დაარსდება. ფართობი 558 ჰექტარია. ტერიტორია მდინარე რიონის იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ზუთხისებრთა ქვირითობა ხდება.რიონის აღკვეთილის შექმნის მიზანი ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვა და აღდგენის შესაძლებლობას გაზრდაა.
იმერეთის გარდა, დაცული ტერიტორიები დაარსდება:
რაჭა – დაგეგმილია რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება 4 759 ჰექტრით; ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება დაცული ლანდშაფტი.
ლეჩხუმი - დაგეგმილია ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილის დაარსება.
გურია – მიმდინარეობდა სამუშაოები დაცული ტერიტორიების გაფართოების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
სვანეთი – დაგეგმილია სვანეთის დაცული ტერიტორიების დაარსება
სამეგრელო – დაგეგმილია ეგრისის ეროვნული პარკის დაარსება.
კახეთი – გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაგეგმილია ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის დაარსება.
ამჟამად, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 929 996 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.34%-ია.
ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებული ტერიტორიების გაფართოების შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 220 000 ჰექტრით გაიზრდება და 1 150 000 ჰექტარს მიაღწევს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 16.4%-ს შეადგენს.
ფოტო პირობითია.