დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები განაგრძობენ საგანგებო ვითარებაში მუშაობას.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოვება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრაქსტუქტურაც.
,,სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგოინფრასტუქტურა და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“
დღეს, 25 თებერვალს, ქუთაისში, მიტროპოლიტი ნაზარის მარში გაიმართა. მარში, მიტროპოლიტის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და კოლონადების (ყოფილი სობოროს) გავლით მერიასთან დასრულდა. მარშში მონაწილეობას აქტივისტები, საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
მიტროპოლიტი ნაზარი, ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა (დ. 1872 — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი. დახვრიტეს ბოლშევიკური რეპრესიების დროს. შერაცხულია წმინდანად.