ქალები რეჟიმის წინააღმდეგ-ამ სლოგანით დღეს ქუთაისში ქალები მსვლელობას გამართავენ. შეკრება 19:00 საათზე,მესამე სკოლასთან დაიწყება ,ხოლო მსვლელობა რუსთაველის ქუჩისკენ მოეწყობა.
,,2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.
მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.,,-წერია ინფორმაციაში.
სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გავმართავთ.
ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს!
8 მარტს, 19:00 საათზე, შემოგვიერთდი ქუთაისში, მესამე საჯარო სკოლასთან, რათა რეჟიმს გავაგონოთ გაბრაზებული ქალების ხმა!
დღეს უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 100 დღრ გავიდა.საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ გაიმართა.მოეწყო მსვლელობაც სლოგანით ,,სიმტკიცის ასი დღე,,
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია-პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები .
დღესვე აქციაზე ფოტოხელოვანმა,სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგლავამ საკუთარი ფოტონამუშევრები საქველმოქმედო მიზნით,გასაყიდად გამოიტანა.
,,მიღებული შემოსავალი მთლიანად ჩაერიცხება იმერეთის რეგიონის, კერძოდ ვანის რაიონის სოფ. ბზვანის მკვიდრ ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლიც დიდთოვლობამ შეიწირა. ,,-გოჩა უგლავა.
ფოტოსქრინი-,,ქუთაისიპოსტი,,