5 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 45 %-ზე მეტმა მისცა, რაც 58 851 ამომრჩეველია.2020 წლის არჩევნებზე აქტივობა 59 940 ამომრჩეველი იყო.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით , დაწერილია 23 საჩივარი.
ქალაქში 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.გახსნილია 72 უბანი,აქედან ერთი სპეცუბანია.
პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენლები ქუთაისში ,საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე განცხადებას აკეთებენ. ზაზა თავაძისა და ელეონორა არჩაიას ინფორმაციით, ქუთაისის 71 უბანზე კომისიის წევრებად კანონმდებლობის დარღვევით დანიშნული ყავთ მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირები, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ უბნებზე მისულ ამომრჩევლებზე.
,,ქუთაისის მე-7 უბანიზე დაფიქსირდა თანხის დარიგება მერიის საჯარო მოხელის - კობა ოდიშარიას მიერ, ასევე საჯარო მოხელე - ივეტა გეგუჩაძე, რომელიც სამსახურებრივად ზედამხდველობას უწევს მე-7 უბნის მაცხოვრებლებს, ბეიჯით დგას საარჩევნო უბანზე და შესულ ამომრჩეველს ხმის მიცემამდე ესაუბრება და ცდილობს მოახდინოს გავლენა მათზე. წარმომდგენლების მოთხოვნის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნიდან მოხდეს მისი გაძევება, კომისიის თავმჯდომარე გამიზნულად თავს არიდებს მოვალეობის შესრულებას.
ასევე დარღვევებია გადასატან ყუთთან დაკავშირებით კერძოდ - ზესტაფონის 38-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ხმის მიცემისას ამომრჩევლებს არაქვთ ხელი მოწერილი, რითაც არ დასტურდება ამომრჩეველმა მისცა ხმა თუ არა.
ტყიბულში - პირველ უბანზე 100-100 ლარს არიგებენ. ,,-აცხადებს ზაზა თავაძე, ,,გახარია საქართველოსთვის,,პოლიტსაბჭოს წევრი,იმერეთის კოორდინატორი.