ქუთაისში შპს ,,იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრების პროტესტი გრძელდება.მათ აქცია დღესაც გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ .
ქუთაისში შპს ,,იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრების პროტესტი გრძელდება.მათ აქცია დღესაც გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ .
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რეგულაციების თანახმად, ხალხმრავლობის გარეშე გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიცინის მუშაკებთან ერთად აანთო.
ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე ,სიმბოლური სახელწოდებით ,,ყინულის დედოფალი,, დღეს 8 საათზე აინთება . დიზაინერები ბოლო დეტალებზე მუშაობენ .
წელს ნაძვის ხე თეთრად განათდება და ბაგრატის ტაძრის არქიტექტურული ორნამენტებით იქნება დამშვენებული .
ქუთაისის საახალწლო მორთულობის ბიუჯეტი140 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის 15 ათასი დაიხარჯა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა. ბრალდებული უკვე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დღეს ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შპს ,,იმერეთის,, მოვაჭრეებმა აქცია გამართეს.ისინი მუშაობის უფლებას და ბაზრობის გახსნას ითხოვენ.
,,ჩვენ ვართ ერთადერთი გამონაკლისი .ისეთი რაღაცეები არის გახსნილი და ჩვენ არ ვართ ღირსი? ამბობენ , რომ წერტილოვანი გახსნაა და ჩვენ რა დავაშავეთ? ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს. ძალიან გაჭირვებულ დღეში ვართ. არჩევნებისთვის რომ ემზადებოდნენ , შემოდიოდნენ და ხმა მოგვეცითო, და ახლა სად არიან?,,-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ნათელა გოცირიძე.
მერიის ხედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ისინი აფრთხილებენ მოვაჭრეებს, რომ დაიცვან რეგულაციები, სხვა საკითხები კი მათ კომპეტენციაში არ შედის .
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან არ გაიხსნა ბაზრობები.
დღეს მუშაობის განახლების უფლება არ მისცეს,, გვირაბი 95-ის,, მოვაჭრეებს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები პატარა ზომისაა, დისტანციის დაცვას შეძლებენ.მოვაჭრეები ამბობენ, რომ მუშაობის უფლება თუ არ მიეცემათ, ულუკმაპუროდ რჩებიან.
,,ერთი თვეა სახლში ვარ, დიდი ოჯახი მაქვს, 7 სული ვართ, მეტი შემოსავალი არ მაქვს,ვვაჭრობ ზამთრის ფეხსაცმელით, რასაც ახლა თუ გავყიდი, თორე იანვრის ბოლოს აღარვის ენდომება.გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ ულუკმაპუროდ.,, -აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ხათუნა კაკაურიძე.
,,ჩვენც გვეშინია ეპიდემიის, შეგვიძლია დავიცვათ რეგულაციები, ნუ გაგვაკოტრებთ,,-ამბობს ნანა კვიცარიძე, ,,გვირაბი 95-ის,, თანამშრომელი.
,,მერიიდან ვერავინ ვერ გამცა პასუხი, ვერც ზედამხედველობის სამსახურმა, თუ რატომ არ ვიხსნებით .გახსნილია ობიექტები, რომელთა მაღაზიები 10 ან 15 კვადრატია, სწორედ ამან წარმოქმნა უკმაყოფილება.,, -ამბობს ,,გვირაბი 95 -ის,, დირექტორი ბონდო ბრეგაძე.
კითხვეით რატომ არ გაიხსნა ,,გვირაბი 95,, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ,სადაც განგვიმარტეს,რომ სავაჭრო დაწესებულება მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე…
პარასკევი სექტემბერი 12
In საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკათავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკა13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე…
პარასკევი სექტემბერი 12
In საზოგადოება13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში,…
სამშაბათი სექტემბერი 09
In საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა .…
სამშაბათი სექტემბერი 09
In საზოგადოება