ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი ბინის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოები სტარნდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის. ამბობენ,რომ ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების ნაცვლად ადგილზე კორპუსი შენდება. მცხოვრებლების განცხადებით, სამუშაოებს კომპანია "იბერია სტარ გრუპი" აწარმოებს, რომლის მფლობელის შვილიც ქუთაისის საკრებულოს წევრია. ადგილობრივები კომპანიის ლობირებაში მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს დაკვეთით მომდინარეობს.
კომპანიის იურისტის ,თემურ მესხის განცხადებით, სამუშაოები ყველა საჭირო ნებართვით მიმდინარეობს, დაცულია სტანდსრტები და საფრთხეც არ არსებობს. მან ასევე არ დაადასტურა ბრალდება ადგილობრივი ხელსუფლების მფარველობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკანონო მშენებლიბა გამორიცხულია.