მოსახლეობის ნაწილი ნამახვან ჰესის მშენებარე კომპანია ,,ენკას ,, ხეობიდან გასვლას ისევ ითხოვს და ჰესების კასკადის აგების წინააარმდეგია. დღეს მათ მუშებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ.ადგილობრივები ამბობენ,რომ მათი პოზცია უცველელია და ,,ენკამ ,, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს რიონის ხეობა. მოსახლეობის ნაწილი ისევ ნამოხვან ჰესის საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას ადანაშაულებს .
მათი განცხადებით, კომპანიამ დაიწყო ხეობის ფერდობის ასაფეთქებელი სამუშაოები. როგორც აქციის მონაწილები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ნაღმებს ათავსებენ, რომ კომენდანტის საათის დროს ისტორიული ხეობა ააფეთქონ.
ნგრევად შენობებში მცხოვრები კიდევ 60 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.
,, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახისთვის, ვინც დღეს ბინებით დაკმაყოფილდა. ეს ადამიანები უკვე წლებია ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომელიც ნამდვილად არ არის მისაღები მათთვის. დღეიდან უკვე ახალაშენებულ კორპუსში ახალმოსახლეობას იზეიმებენ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტს და წლის ბოლომდე კიდევ 700 ოჯახს გადაეცემა ბინა იმერეთის რეგიონის მასშტაბით. ასევე გათვალისწინებულია პროექტის გაგრძელება 2022 წელშიც და პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა დევნილი არ იქნება დაკმაყოფილებული“ - ზვიად შალამბერიძე.
ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
ქუთაისის #2 საჯარო სკოლის მე11 კლასის მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდგინდა.მოსწავლის ინფიცირებას ადასტურებს სკოლის დირექტორი.მურად ჯიშკარიანის განმარტებით, მოზარდი სკოლაში არ დაინფიცირებულა.მისივე ინფორმაციით , აღნიშნული კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად თვით იზოლაციაში იმყოფებიან და სასწავლო პროცესს ონლაინ განაგრძობენ.
დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს დილიდან უკვე აღდგა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზების უმეტეს ნაწილზე. თუმცა, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე ისევ რჩება გარკვეული სახის შეზღუდვები, კერძოდ:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობით გამოწვეული შეფერხებებისა და პრობლემების შესახებ სახელმწიფო რწმუნებულებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ვიდეოკონფერენციისას გუბერნატორებმა უხვი ნალექის გამო რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. კონკრეტულად, იმერეთში 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა მცირე პრობლემები და შესაბამისი ღონისძიებები მყისიერად გატარდა.
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ელეონორა არჩაია განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართულმა ოცნება,, შეიქმნა. დღესვე ფრაქციის პირველი სხდომა გამირთა. თავმჯდომარედ ქუთაისის საკრებულოს…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკადღეს ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. 25 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა-22 დეპუტატი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკაქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.პირველი მოადგილე იქნება მარეხი ნიჟარაძე,მოადგილეეები კი ამირან კოპალეიშვილი და ლაშა…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკადღეს ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს სხდომა იმართება . სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ეს თანამდებობა ქუთაისის…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკასაქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში რჩეული ვითარების ამსახველ ფოტოს და…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოება