ფილმი "თავისუფლებისთვის" ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ეხება.
ფილმი "თავისუფლებისთვის" ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ეხება.
11 ივლისიდან ქუთაისში 10 ახალი მიკროავტობუსი ქალაქის სხვადასხვა უბანში ( გორა, სადგურ რიონის დასახლება, საფიჩხია, გუმათი, ზ. გამსახურდიას ქუჩა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება) იმოძრავებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდ. ჭანჭახმა გზაგამტარი ხიდის ბურჯი დააზიანა; ხიდის სავალ ნაწილზე გაჩნდა ბზარები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ქუთაისის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ ავტოპარკი ახალი ტექნიკით შეივსო. ქალაქის დასუფთავებას დამატებით ქუთაისის მერიის მიერ შეძენილი სამი სპეციალური მანქანა უზრუნველყოფს.
დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.
შსს-ს ცნობით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.
2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.
ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობიდან ერთი წლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და პროცესებს აფასებს.
დღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებადღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…

In საზოგადოება