ქუთაისის მერიის შენობაში განთავსებული მედიაცენტრი გაქურდეს. წაღებულია "მთავარი არხის" ჟურნალისტის,ირაკლი ვაჩიბერაძის ნოუთბუქი და “ტვ პირველის” ვიდეო კამერა. კამერებში ჩანს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი კაცი 07:15 საათზე შენობაში ფანჯრიდან შედის.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.