შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე 14 სექტემბრის 20:00სთ-დან 15 სექტემბრის 08:00სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველმა განაცხადა, ავტომობილი ჯერ ქვეითს დაეჯახა, შემდეგ კი ორ მანქანას.
დაშავდა სულ სამი ადამიანი. მოგლეჯილია ბეტონის ელექტროგადამცემი ბოძი.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ კამპანიის „ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ჟურნალისტებისა და ბლოგერების ვორქშოპს უმასპინძლა თემაზე „გენდერული ძალადობის და ფემიციდის გაშუქების სტანდარტები და ჟურნალისტიკური ეთიკა“.
ტრენერებმა: ანა ლობჟანიძემ (სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი) და დავით ლიკლიკაძემ (სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი) იმერეთში მოქმედ აქტიური მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს: გენდერული მეინსტრიმინგი და მისი მნიშვნელობა მედია ორგანიზაციებში; მრავალფეროვნება წყაროებში; სამართლებრივი გაშუქების პრინციპები; გენდერულად მგრძნობიარე ენის გამოყენება; სექსიზმი - დეფინიცია, გამოვლინება; მასალის გაშუქების ფოკუსი; სავარაუდო მსხვერპლი/მოძალადე იდენტიფიცირება; რა იწვევს გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრებას მედიაში და რა უნდა ვქნათ მის აღმოსაფხვრელად.
ვორქშოპი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს კი სამუშაო შეხვედრის ბოლოს გადაეცათ სერთიფიკატები.
იანვარ-ივლისში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 56.49% სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი.
ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სულ 1121 ფაქტი, საიდანაც 119 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 27 და 17 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 39 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 35 და 33 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 65 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 869 შემთხვევა - გაიხსნა 10.
გარდა ამისა, დაფიქსირდა 1727 სატრანსპორტო დანაშაული, მათ შორისაა 190 ისეთი ფაქტი, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.
რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:
გაუპატიურება - 96, გაიხსნა 61; ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება - 1628, გაიხსნა 1434; სამოხელეო დანაშაული - 346, გაიხსნა 80; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა - 48, გაიხსნა 33.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 5.14%-ითაა შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 34 848 დანაშაულიდან 41.64% გახსნეს.
ქუთაისის,,ტორპედოს,, ხელმძღვანელობა პირველ აგვისტოს გულშემატკივარს შეხვდება და კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. ,, გულშემატკივრებთან ღია და…
ოთხშაბათი ივლისი 29
In სპორტისაჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17…
ოთხშაბათი ივლისი 29
In საზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებასაჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17…
ოთხშაბათი ივლისი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება"საზაფხულო ბანაკი 2026-ის" პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 13-დან 17…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებარუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ…
ორშაბათი ივლისი 27
In საზოგადოება