ქუთაისში მეტალურგიული ქარხანასთან "ამბიკონ სტილსი" ამ წუთებში აქცია იმართება.მოსახლეობა ტრანსფარანტებით ,,ქარხანა გვკლავს,, ,,დავიცვათ მომავალი,, არის შეკრებილი.
ისინი მოითხოვენ, ქარხანამ ფილტრები დააყენოს, ან მუშაობა შეაჩეროს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საწარმო ძირითადად ღამე მუშაობს, შენობიდან მომწამვლელი კვამლი ამოდის,ჰაერს აბინძურებს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.შეკრებილები ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.ერთ-ერთი მოთხოვნაა, გარემოს დაცვის ან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ქარხანაში შევიდეს და არსებული ვითარება შეამოწმოს. აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ,,ამბიკონ სტილსთან,, ელოდებიან.
აქცია ანალოგიური მოთხოვნით საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე 24 ივლისს უკვე გაიმართა.
მეტალურგიული ქარხნის გამონაბოლქვის გამო პასილოკისა და ავანგარდის მაცხოვრებლები პროტესტს დიდი ხანია გამოთქვამენ.