ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს. ინფორმაციას BMG ავრცელებს
“არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება”,-უთხრეს BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში.
უწყების ცნობითვე, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
10 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა. ქუთაისიდან შესასრულებელი ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება.
რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია Black Sea Group ახორციელებს.