შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში 7 პირი დააკავეს. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.პ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზეა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღო.