- საზოგადოება
- გადასვლები: 813
მაღლაკში მგლის მიერ დაკბენილი ადამიანები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც კლინიკის ექიმი ზურაბ წულაია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ. მათ ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავება. გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი მამაკაცია.