დღეს საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება გულშემატკივრები ასსაფეხურიან კიბეებთან შეძლებენ.ქუთაისის მერიის ორგანიზებით აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-ესპანეთის შეხვედრის ტრანსლირება განხორციელდება.
,, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნების გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება ქუთაისში, 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
18 : 00 საათიდან დაუკრავს DJ და ჯგუფი „ოჩოს ქოხი“, მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი, გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს!,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.