საორგანიზაციო ჯგუფი ,,არა რუსულ რეჟიმს,, ქუთაისლებს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ იწვევს.დღეს, 30 ივნისს, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ საქართველო-ესპანეთის თამაშის ტრანსლირება იგეგმება.
,,ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი ღირსეული გამარჯვებითა და შეუპოვარი ბრძოლით ქართველ ხალხს შესაძლებლობები შეგვახსენა.
ერთიანად შეგვკრა და უდიდესი გამარჯვება გვაზეიმა.
დღეს, ისტორიული მატჩის დღეს ერთ-ერთ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით. მაგრამ აღარაფერია ჩვენთვის შეუძლებელი!
საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრებს გელოდებით საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ.
საქართველო - ესპანეთი
დრო: 23:00 სთ.
ადგილი: ცენტრალური მოედანი
ერთად დავრწმუნდეთ, რომ - ზღაპრის ბოლო კეთილია.
გაიმარჯვე, საქართველო! ,,-წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.