იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი - 2007 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული ლ.მ. და 2008 წელს დაბადებული ს.მ. ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, 5 ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე არასრულწლოვანი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოთში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, ხოლო ქუთაისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.