- საზოგადოება
- გადასვლები: 961
ქუთაისის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ტრანსლირება ასსაფეხურიან კიბეებთან იგეგმება
18, 22 და 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნის გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე,ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოეწყობა.
17:00 საათიდან დაუკრავს DJ სომალი, მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი, გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს.



