სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები,რომლებიც 155 დღეა ღამეს კარავში ათევენ და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზს , სახლების დანგრევასა და არასათანადო კომპენსაციებში ადანაშაულებენ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას გეგმავენ.
, 24 აგვისტოს, 3 საათზე ,ვიკრიბებით სოფელ შუქრუთში , კოროხნალის მაღაროსთან , ჩვენ კარავთან და მშვიდობიანი მსვლელობით მივდივართ სოფელ ჭორვილაში , ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ მთავრობას და ჩაერთოს და შეასრულოს მედიატორის როლი და გადავჭრათ სამართლიანად ჩვენ სოფელში და ჭიათურაში არსებული პრობლემები, რომელიც თაღლითების და კრიმინალების კომპანია ,, ჯორჯიან მანგანეზის ,, უკანონო საქმიანობით არის გამოწვეული!,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლომ კოროხნალის და შუქრუთის მაღაროს შესასვლელების პიკეტირება აუკრძალა. კომპანია, აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5 მილიონ-ნახევრაზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.