,,დროებითი გადახურვა პირველივე ქარის დროს..
ალბათ ესეც "სტიქიას" დაბრალდება..
კომიტეტი შვებულებაშია სიცხის გამო..
გელათში უწყვეტი კატასტროფა წყევლასავითაა, არ სრულდება.
დღეს, 2 კვირის წინ დამონტაჟებული გადახურვის ტენტი ფრიალებდა..
სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად გუშინ ცხელი ამინდები და დისკომფორტი დასახელდა...
გელათის ამბებზე გატრუნულები დიდი ხნის წინ ჩამოვწერე,
ყანწიანი ქართველები,
მხოლოდ იმიტომ რომ დუმან, წყლის ჩაგუბებით თითქოს მათგან მოწონებულ პარტიულ ხელმძღვანელობას ზოგავენ,
გელათის ხარჯზე ზიანს არიდებენ.
ასეთების პატრიოტობის, ქრისტიანობის და ქართველობის არ გაიშვას, საცოდავი ხალხია..
აქვე, ისინიც სასაცილოები არიან წულუკიანის დროს რომ იშვიათად, მაგრამ წაიკნავლებდნენ ხოლმე და რადგან ახლა საპატრიარქოა პასუხისმგებელი და რადგან არჩევნები მოდის, გელათის კატასტროფა დამიუთებული აქვთ..
თითქოს არ ხდება..
ნაწილი აქტიურად ავრცელებდა კიდეც "საოცარ პროგრესზე" ალიოშა დევდარიანის ფოტოდოკუმენტებს..
ესენი ზემოთებზე არანაკლები მავნებლები არიან, ანუ რომელი - რომელს.
როცა გელათს ეს სჭირს,მიზანშეწონილობებით დუმილი არ დაგეკარქოთ საცხა.,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი, ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი.
შეგახსენებთ,გელათის მონასტერი მეორე თვეა ტურისტებისა და მომლოცველებისათვის დაკეტილია.მონასტერი 15 აგვისტოს უნდა გახსნილიყო,თუმცა შესვლა ისევ აკრძალულია. მონასტრის დაკეტვა მიზეზად გადახურვის სამუშაოები დასახელდა.სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განაცხადებით, ,,აგვისტოს თვეში რეგიონში არსებული მძიმე (ცხელი და ტენიანი) კლიმატური პირობები ძალზე რთული გადასატანი აღმოჩნდა გერმანელი სპეციალისტებისთვის. ამ ფაქტორმა ასევე დიდწილად შეაფერხა სამუშაოების წარმოების ტემპი.,,