ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში ე.წ მთისძირის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია " ვაბე" ასრულებს.
ტენდერის პირობების თანახმად,სოფელ პირველ ობჩაში , მთისძირის დასახლებაში, აშენდა ახალი წყლის შემგროვებელი სათავე ნაგებობა და დაიქსელა მილები. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა .
სოფელ პირველ ობჩაში მთისძირის უბნის მოსახლეობას, სასმელი წყლის პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდა.
წყალმომარაგების ახალი სისტემა მალე ექსპლოატაციაში შევა და ადგილობრივებს ხარისხიანი წყალი უწყვეტად ექნება.