ჭიათურაში მაღაროელთა საფიცვა გრძელდება. პროტესტის უკიდურეს ფორმას შვიდმა ადამიანმა მიმართა.მოშიმშილეთაგან ერთი ქალია. შიმშილობა დაიწყო გუშინ დაკავებული მაღაროელებიდან ორმა ადამიანმა.
,,მოგმართავთ თქვენ, ვინც ფიქრობთ ამ კომპანიის შეთავაზების განხილვაზე, იმ დროს, როდესაც 6 კაცი და 1 ქალბატონი აქ, ჭიათურაში, შიმშილობს; 2 ჩვენი თანამებრძოლი კი ციხეში შიმშილობს ჩვენი საერთო მოთხოვნების მხარდასაჭერად.
ისინი განთავისუფლების მოთხოვნით არ შიმშილობენ – ისინი ითხოვენ, რომ პრემიერმინისტრი პირადად ჩამოვიდეს და ჩვენს, მაღაროელებთან, უშუალოდ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე, მოისმინოს ჩვენი პრობლემები და მოთხოვნები.
ხალხო, ეს უკვე სიგიჟეს წააგავს – 100-ჯერ მოგვატყუა კომპანიამ და 101-ედ კვლავ ვაპირებთ მისი შეთავაზების განხილვას?!
რას ვეუბნებით დაპატიმრებულ ბიჭებს? რას ვეუბნებით შიმშილობის რეჟიმში მყოფ ადამიანებს? ქალბატონს? ჩვენს შვილებს მომავალში?
რას ვეუბნებით მოსახლეობას, რომელიც 425 დღეზე მეტია, სამართლიანად აპროტესტობს და იცავს საკუთარ სახლ-კარს?
უკვე 62 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 62 დღეა კარავში ვათენებთ და ვაღამებთ მოვწყდით საკუთარ ოჯახებს , იმისთვის , რომ ჭიათურამ გაიმარჯვოს. მართლა ფიქრობთ, რომ ამ ხალხს უნდა გადაგვაბიჯოთ ? პირადი კეთილდღეობის მოლოდინის გამო , რომელიც გარანტირებულიც კი არაა და მონობას უფრო გიქადით ვიდრე კეთილდღეობას ?
ეს ვართ ჭიათურელები ? დაფიქრდით ხალხი ცხოვრებას და სიცოცხლეს რისკავს !
შეგახსენებთ , რომ ამ პრობლემების ფონზე სამუშაო პროცესი ვერ აღდგება , რადგან არც სამართლებრივად და არც მორალურად არაა სწორი.
ხოლო ნებისმიერი მცდელობა იქნება ღალატი – ქალაქის, ამ ხალხის და საბოლოოდ, საკუთარი თავის!,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.