ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ტრენინგ-კურსი განხორციელდა.
"ახალგაზრდების პიროვნული განვითარების ტრენინგთა ციკლი" ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა გუნდური მუშაობის პრინციპზე, დროის სწორად მართვასა და მენეჯმენტზე, პროექტების წერასა და ბიუჯეტირებაზე სამდღიანი ტრენინგი გაიარეს.პარალელურად მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული ინტელექტუალურ თამაშებსა სპორტულ აქტივობებში.
პროექტი " ახალგაზრდების პიროვნული განვითარების ტრენინგთა ციკლი" ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ააიპ ,,ახალგაზრდები ბაღდათის განვითარებისთვის,, ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
ააიპ ,,ახალგაზრდები ბაღდათის განვითარებისთვის,, საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსებს მომავალშიც გეგმავს.