2024 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 45 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი.
საფიჩხიის ადმინისტრაციულ ცენტრში პროექტის მიხედვით, განახლდება სკვერი, მოეწყობა მწვანე კუნძული, გაზონები და განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარე კორპუსის ფასადს. აღნიშნული პროექტი რგპფ-ის მიერ 555 377 ლარით არის დაფინანსებული.
დაწყებულია მე-11 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას და ეზოს, იქვე არსებულ მაგიდის ჩოგბურთის კონსტრუქციებს. პროექტის ღირებულებაა 2 700 000 ლარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.
დასასრულს უახლოვდება ბალანჩივაძის ქუჩაზე , საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სკვერის და მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, განახლებული სარეკრეაციო სივრცე სხვადასხვა ასაკის ადამიანებზეა გათვლილი.