ქუთაისში,ცისფერყანწელების ქუჩაზე,მონპლაზირის თაღთან დაზიანებული კედლის მხატვრობის აღდგენა მიმდინარეობს. კედელი შავი საღებავით შესრულებული წარწერით იყო გადაფარული.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხატვრობა 2024 წლის 21 იანვრის ღამეს, უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ დააზიანა.
აღნიშნული გრაფიტი შესრულებული იყო "ქარავან არტ ფორუმის" ფარგლებში,2016 წელს.