მსოფლიო სურსათის დღე –16 ოქტომბერი - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღე – გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
ქუთაისში აგრობაზარი ,,უნიკალური ქართული გემო,, თეთრი ხიდის მიმდებარედ, 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება. აგრობაზარი ფერმერებს მთელი საქართველოდან უმასპინძლებს. ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი აქტივობები.
აქტივობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩაატარებს.