გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს, რამაც შესაძლოა ტყის ხანძრების გაჩენა გამოიწვიოს. 1-2 სექტემბერს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 1-4 სექტემბერს ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დაბლობსა და ბარში იქნება 33-38, მთაში 31-36, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 30-35 გრადუსი .