1-ლი სექტემბრიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის 200 ლარიანი დახმარებების ჩარიცხვა იწყება. სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. საბანკო ვალდებულებების მიუხედავად, თანხის დაკავება არ მოხდება.
,,ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა არ და ვერ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად და ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის,,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისრტმა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ დახმარების მისაღებად სპეციალური ვებ -გვერდი შეიქმნა, სადაც დარეგისტრირების საშუალება მოქალაქეებს 15 აგვისტოდან მიეცათ.