ქუთაისში შშმ პირების მონაწილეობით ჯომარდობა გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა დაახლოებით 25-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
სპორტული აქტივობა ასოციაცია ,,მოწყალების" ორგანიზებით გაიმართა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გულიზარ ჯავახაძემ განაცხადა ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაიმართება.